საზოგადოება

ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარების პერიოდში ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ

ტაქსის ნიშანი
21:48 25.03
დაკოპირებულია

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

"მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
"უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჯერ არ არის დამარცხებული და მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს. „ქართულ...
46 წუთის წინ
თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პ...
55 წუთის წინ
"საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ...
11:29
საქართველოს მთავრობამ COVID 19-თან დაკავშირებით წერილობითი ანგარიში მოამზადა, რომელსაც პარლამეტს წარ...
11:26
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი აცხადებს გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის...
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრ...
ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გ...
„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ად...
ვოლსკი: ახალი საარჩევნო მოდელის სასწორზე...
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონს...
"ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ს...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია...