მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვენაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანენ

თვითმფრინავი ცაში

კორონავირუსთან დაკავშირებით ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ავსტრიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს სამშობლოში ჩამოიყვანენ.

"რეისზე ყველაზე დიდი ბორტია, სადაც 180 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან, ბორტგამცილებლების უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს, რომლესაც გაუუქმდათ რეისი 22 მარტს, საშუალება მიეცათ ესარგებლათ თავიანთი ბილეთით. დარჩენილ ადგილებზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდა", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

ცნობისთვის, COVID-19-ის გავრცელების გამო ევროპიდან, ბერლინიდან და საბერძნეთიდან საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე ჩამოიყვანეს. როგორც ცნობილია, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს გაივლიან.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 77 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. მსოფლიო მასშტაბით კი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათასს გასცდა.