საზოგადოება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა.
21:34 25.03
დაკოპირებულია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტის განხორციელებას 6 თვე და 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. ღუმელი დღეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას 10%-ით გაზრდის.

კაპიტალური რემონტის პროექტის განხორციელებაში ძირითადად ქარხნის ტექნოლოგიური, საპროექტო, მექანიკური, სამშენებლო, ენერგეტიკის, მეტროლოგიისა და ავტომატიკის სამსახურები იყვნენ ჩართული:

„ჯორჯიან მანგანეზს“ თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უკავია და დღეს შექმნილ რთულ სიტუაციაში, როდესაც ვირუსის გავრცელების გამო ასობით კომპანია გაჩერებულია, დაკარგულია უამრავი სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტა მკვეთრ ვარდნას განიცდის - კომპანიის შეუფერხებელი წარმოება უმნიშვნელოვანესია. ეს კარგად ესმის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც ეპიდემიის გავრცელების არცერთ ეტაპზე მუშაობა არ შეუჩერებიათ. ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ექსპორტი და სავალუტო ნაკადების შემოდინება. „ჯორჯიან-მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა არათუ ინარჩუნებს სრულ საოპერაციო ციკლს, არამედ ზრდის კიდეც წარმოებას, რაც მისასალმებელია. ახალი, მძლავრი ღუმლის პროექტში კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მთავარი ინვესტიცია ჩვენი თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოა - საპროექტო, ტექნოლოგიური, სამშენებლო, მექანიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალთა უწყვეტი გუნდური მუშაობა თვეების განმავლობაში - რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ურთულეს პერიოდში ნაყოფს მოიტანს: გაიზრდება სილიკო-მანგანუმის გამოშვება, ექსპორტი და ეს „ჯორჯიან მანგანეზს“ რეგიონში ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანის თქმით, ღუმლის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ:

„ახალი ქართული ღუმელი ახალი სიტყვაა წარმოებაში. საწარმოო პროცესი აქ დახურული ციკლით წარიმართება და გარემოში მავნე მტვრის გაფრქვევას სრულად აღკვეთავს. ღუმელი ფეროს ნოუ-ჰაუა და მთლიანად ქართველ პროგრამისტთა მიერ შექმნილი ტექნოლოგიით არის აწყობილი. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ღუმლის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ათასობით თანამშრომლისა და ქვეყნის წინაშე და ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზებით წარმოების სრული ციკლის შენარჩუნებას ახერხებს“, - აცხადებს ვასილ გველესიანი.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
44 წლის კაცს, რომელის საკარანტინე ზონიდან გამოუშვეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცი...
42 წუთის წინ
პრემიერის თქმით COVID 19-თან დაკავშირებულმა ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐᲛ მთავრობას სუსტი წერტილებიც დაანახვა...
56 წუთის წინ
"უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჯერ არ არის დამარცხებული და მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს. „ქართულ...
59 წუთის წინ
თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პ...
11:36
ქართული ოცნების წევრი, 2020 ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამ...
"საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ...
10:16
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პა...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკ...
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწ...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა...
ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გ...
„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ად...