მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალი ხამენეი: ამერიკის შემოთავაზება კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების შესახებ, უცნაურია

ირანის სულიერი ლიდერი 2020

"შეერთებული შტატების შეთავაზება, დაეხმაროს ირანს ახალი კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, უცნაურია",- განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ვაშინგტონმა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, რაც ალი ხამენეის თქმით, ირანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ამერიკელებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენჯერმე შემოგვთავაზეს დახმარება. ეს უცნაურია, რადგან ისინი თავად განიცდიან დანაკლისს. გარდა იმისა, არსებობს ეჭვი, რომ ეს ვირუსი სწორედ ამერიკაში შეიქმნა",-აღნიშნა ალი ხამენეიმ.

ცნობისთვის, ირანში ამ დროისთის კორონავირუსით ინფიცირებულია 20 610, ხოლო გარდაცვლილია 1 556 ადამიანი.