მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: რუსეთი კორონავირუსს სამ თვეზე ადრე დაამარცხებს

პუტინი ტრიბუნის გარეშე

"რუსეთი კორონავირუსს იმაზე ადრე დაამარცხებს, ვიდრე სამი თვეა",- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა გამოწვევის დასაძლევად ერთობლივი მუშაობაა საჭირო. პუტინის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული მკაცრი ზომები ინფექციის გავრცელებას შეაკავებს.

"ყველა ასეთი შეზღუდვა იძულებითი და დროებითია",-აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 22 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრა გადაიდო, ხოლო 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდი უქმედ გამოცხადდა.

ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 840 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 3 ადამიანი.