მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრა გადადო

პრეზიდენტი ბრიფინგზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე 22 აპრილს ჩანიშნული საყოველთაო კენჭისყრა გადაიდო.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პუტინის თქმით, კენჭისყრის ახალი თარიღი მოგვიანებით დადგინდება, იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები კორონავირუსთან დაკავშირებით.