თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.
"გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება. ამერიკას ორ კვირას ვაძლევ, აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დავუბრუნდეთ", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 941 შეადგენს, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 60 აღემატება.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ით 73 ადამიანია დაავადებული. დღეს ვირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.