მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსმა ახალი რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსის 1 275 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგებულია.
შემთხვევების ახალი რეკორდი - 196, მიმდინარე კვირაში, 15 სექტემბერს დაფიქსირდა. იგივე მაჩვენებელი 20 სექტემბერს განმეორდა.
თარიღი | ინფიცირებული | გამოჯანმრთელებული |
14 სექტემბერი | 165 | 4 |
15 სექტემბერი | 170 | 11 |
16 სექტემბერი | 196 | 31 |
17 სექტემბერი | 179 | 10 |
18 სექტემბერი | 182 | 13 |
19 სექტემბერი | 187 | 46 |
20 სექტემბერი | 196 | 13 |
კვლავ უცვლელია კორონავირუსი დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვი -19.
აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსი კიდევ ერთ პოლიტიკოსს, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს დაუდასტურდა.
ინფიცირების მაჩვენებლით კვლავ წითელ ზონად რჩება აჭარის რეგიონი, სადაც ყოველდღიურად 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.