მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მითები ტექდათვალიერებაზე... გრძელდება თუ არა ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირებისდ ვადები

გრძელდება თუ არა ტექდათვალიერება და ჯარიმდებიან თუ არა მოქალაქეები ინსპექტირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ყველა მძღოლის ინტერესში შედის.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge შეეცადა, სხვადასხვა დეტალების გარკვევას.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ტექდათვალიერება საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც გრძელდებოდა, თუმცა მოხდა ჯარიმების გადავადება.

ამ ეტაპზე მოქალაქეებს კვლავ უწევთ არსებულ ვადაში მანქანების ტექდათვალიერების გავლა, რადგან პროცესი გრძელდება.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) დირექტორმა კობა პატიაშვილმა განუცხადა, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ტექდათვალიერების პროცესი შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დანამდვილებით გეუბნებით, რომ ტექინსპექტირების ვადები ამჟამად არ გადაწეულა და თუ მოქალაქე ვადებს გადააცილებს, ხდება მათი დაჯარიმება. უახლოეს პერიოდში არაერთი ზარი შემოსულა ჩვენთან, როდესაც მომხმარებელი გვირეკავს და აინტერესებს განმეორებითი ჯარიმების ინტენსივობა, ტექინსპექტირების ვადების გადაცილების შემთხვევაში,“ - განაცხადა „პტი-ის“ დირექტორმა, კობა პატიაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად კანონით ვადებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.

„21 მარტიდან, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ავტომობილებს, რომლებსაც უწევდათ პირველადი ან განმეორებითი ინსპექტირება, ყველა მათგანს გადაედო ტექინსპექტირება 21 ივლისამდე.

ვადები ამოწურულია, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, ტექდათვალიერების გავლა ყველასთვის სავალდებულო გახდა“, - დასძინა კობა პატიაშვილმა.

ამ ეტაპზე ნებისმიერი ტექინსპექტირების სამსახურში პროცესი უწყვეტად გრძელდება.

როგორც ტექინსპექტირების ცენტრ „გრინვეიში“ აცხადებენ, ტექდათვალიერება უწყვეტად მიმდინარეობს და მოქალაქეები ინტენსიურ რეჟიმში იღებენ მომსახურებას.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 23 ივლისს კი გაუქმდა. ამ პერიოდში ტექდათვალიერება ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ასევე მოქმედებდა ე.წ. „გადავადების“ კანონი, რომლის ვადები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე ამოიწურა.

ცნობისთვის, შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, რომელიც 50 ლარს შეადგენს, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

შემოწმების გავლამდე მძღოლებმა ავტომობილის გარეგნულ იერსახეს უნდა მიაქციონ ყურადღება.

პირველადი დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. გაუმართავი ავტომობილის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი.

ტექნიკური დათვალიერების საფასური დაახლოებით 60 ლარს შეადგენს.