მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო ეკონომიკას პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 5 წელი დასჭირდება

მსოფლიო ბანკი

გლობალურ ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 5 წელი დასჭირდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა მადრიდში, „ტენდენციები 2021“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სპეციალისტის ვარაუდით, კრიზისთან დაკავშირებით, სიღარიბის დონე, 20 წლის განმავლობაში პირველად, გაიზრდება.

ასევე გაიზრდება ეკონომიკური უთანასწორობის დონე საზოგადოებაში და კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური რეცესია ყველაზე მეტად მოსახლეობის უღარიბეს ფენას შეეხება.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.