მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფონდ „1იანობის“ ბენეფიციარებს მხარდაჭერა გაუწია

აჭარაბეთმა  ფონდ „1იანობის“ ბენეფიციარებს მხარდაჭერა გაუწია

კომპანიააჭარაბეთისკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმაინიციატივ“, ფონდ „1ანობისბენეფიციარებისთვის სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „აჭარაბეთი ავრცელებს“.

მათი ინფორმაციით, კონცერტზე შემოსულ თანხასთან ერთად, კომპანია „აჭარაბეთმა“ საკუთარი ინიციატივით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო და ბენეფიციარებს მათთვის საჭირო, აუცილებელი დახმარება გაუწია.

„ეს ჩვენი პირველი პროექტი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ ფარგლებში. კომპანია „აჭარაბეთმა“ დამატებით ფინანსური კონტრიბუცია გაიღო ფონდ „1ანობისბენეფიციართა დასახმარებლად. მოხარულნი ვართ, რომ პროექტი შედგა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ადამიანების კეთილდღეობაში. ფონდის ბენეფიციარს გავუწიეთ დახმარება, სწორედ მათთვის საჭირო და აუცილებელი მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ეს იყო როგორც მედიკამენტები, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. მინდა კომპანია აჭარებეთის სახელით ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვინც წვლილი შეიტანა საქველმოქმედო საქმიანობაში“, - აღნიშნა „აჭარაბეთის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ინიციატივა“ ეს არის კომპანია „აჭარაბეთის“ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) პლატფორმა, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორისაა პასუხისმგებლიანი თამაში, ქართული სპორტის მხარდაჭერა და სხვა.