მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი

„დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კოვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არცერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ორგაიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა.

დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“ და მეორე კითხვას - „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი?“.

დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

კაიკაციშვილი განმარტავს, რომ ამდენად საქმესთან დაკავშირებით სადღეისოდ არსებობს კონვერტების თაობაზე ექსპერტიზის 3 დასკვნა. ერთი მოსარჩელის მიერ დაკვეთილი, 1 სამუშაო დღეში შესრულებული სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ (2019 წლის 17 ივლისი). ეს დასკვნა განიხილავს ცალსახად ერთ კონვერტს და ამბობს, რომ მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება.

არსებობს ექსპერტიზის მეორე დასკვნა, შესრულებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ მიერ (2019 წლის 25 ივლისი). დასკვნა ასევე ცალსახად განიხილავს ერთ კონვერტს და ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის.

და როგოც აღინიშნა, არსებობს მესამე დასკვა, შესრულებული დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ (2020 წლის 29 ივლისი), სადაც ექსპერტი აღნიშნავს, ჩანაწერში არა ერთი, არამედ ორი კონვერტის არსებობას და ასკვნის, რომ მათი სისქის ან მათში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია, ბუნებრივია, თავადაც კარგად იცნობს იმ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ასახულია 2019 წლის 22 მაისს კურიერის მიერ განხორციელებული ვიზიტი საწარმო დაწესებულებაში. კაიკაციშვილი ამბობს, რომ ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, მარტივია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი არ ჩანს. ის აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ცენტრის ინფორმაციით, განახლებული და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის შესრულებული, ამყარებს ამავე მოსაზრებას.

კაიკაციშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაში აღნიშნული ფაქტი, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა ერთ, არამედ ორ კონვერტთან, საკასაციო სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

„ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ვფქიობ, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.