მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ჯეკპოტმა 200 000 ლარს გადააჭარბა! ითამაშე „5/35 - ოქროს ბურთი“!

დღეს ჯეკპოტმა 200 000 ლარს გადააჭარბა

ერთ ლარად, დღეიდან გაქვთ შესაძლებლობა მოიგოთ 200 000 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს უკვე ორი წელია რაც ყოველდღიურ ტირაჟიან ლოტო „5/35-ოქროს ბურთს“ სთავაზობს. „5/35-ოქროს ბურთის“ გათამაშება გადაიცემა ყოველდღე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:30 საათზე. ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ ერთი ლარია, რაც იმას ნიშანვა, რომ თქვენ 1 ლარად შეგიძლიათ მოიგოთ უკვე 200 000 ლარი!

„საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება მე-2 საპრიზო კატეგორიაც და ის 32 ათას ლარზე მეტს შეადგენს. მეორე საპრიზო კატეგორიის მოსაგებად მომხარებელმა უნდა დაამთხვიოს 5 ციფრი.

„5/35 - ოქროს ბურთის“ ბილეთის ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის ჯიხურებში, კომპანიიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია დიდ სავაჭრო მოლებში და რა თქმა უნდა ონლაინ კომპანიის საიტზე www.lotto.ge

,,ოქროს ბურთის’’ თამაშის წესები მარტივია:

• ბილეთის შეძენისას მოცემული 1-დან-35-ის ჩათვლით ციფრებიდან უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი 5 ციფრის კომბინაცია;

• ერთი კომბინაციის ფასი მხოლოდ 1 ლარია;

• ბილეთი მომგებიანია თუ თქვენს მიერ არჩეული ციფრებიდან ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს დაეთხვევა 2 ციფრი;

• მოგებულია ჯეკპოტი იმ შემთხვევაში, თუ ლოტოტრონი გამოავლენს თქვენს მიერ არჩეულ ხუთივე ციფრს და დოლურიდან დამატებით ჩამოვარდება ოქროს ბურთი.

ორი წლის განმავლობაში „5/35-ოქროს ბურთში“ ჯეკპოტი უკვე ორჯერ გათამაშდა - 218 322 ლარი მოიგო სტუდენტმა გოგონამ ქრისტინა ბურჯანაძემ ქუთაისიდან, რომელმაც მოგებული თანხით სწავლა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებეში გააგრძელა. მეორე ჯეკპოტი - 129 721 ლარი კი წილად ხვდა მარტოხელა დედას ნანული ოსიტაშვილს რუსთავიდან, მან მოგებული თანხით საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

ასე, რომ 1 ლარად სოლიდური თანხის მოგება მითი არ გეგონოთ, ეს რელობაა და ამ რეალურ შანს თქვენ საქართველოს ეროვნული ლატარია ლოტო „5/35-ოქროს ბურთის“ საშუალებით გაძლევთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

#მოგებაშეუძლიაყველას #იგებსისვინცთამაშობს #გამდიდრდი