ბიზნესი

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

Fuckup Nights
14:24 11.08
დაკოპირებულია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ Fuckup Nights Batumi vol.1, რომელიც 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გონიოს ციხეში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „Fuckup Nights” გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გიყვებათ პროფესიული წარუმატებლობის ამბებს. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და თბილისის შემდგომ, „Fuckup Nights“ პირველი სპეციალური გამოშვება გონიოში გაიმართება.

„შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:

  • დავით ხოსროშვილი - მისი თანადაფუძნებული კომპანიებია WiFisher.com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.
  • გიორგი კუვშინოვი - Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey) , The Triângûlum (Armenia), Origami , Set Fest , Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან Stephan Bodzin , Polo & Pan , Maceo Plex , Luciano , Tale of Us , Agoria , Deborah De Luca , Joe Claussell , Oscar and the Wolf და სხვა. თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.
  • ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალისტურ პროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.
  • პაპუნა ტოლიაშვილი - სინერჯი კაპიტალის დირექტორი და სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი - სინერჯი კაპიტალი, რომელიც ამ დროისთვის 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.

დასწრების მსურველებმა ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მოცემულ ბმულზე.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCA, Bolt, Wolt და ლუდი ქარვა • Karva“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლებს მოუწოდებს, რომ სა...
11 წუთის წინ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ევროკავშირის მისიის წ...
18 წუთის წინ
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. პარტიის ახალგაზრდა სპიკ...
19 წუთის წინ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორ...
23 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრი გახარია ევროკომისართან ერთად პრემიერმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ 129 მილიონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების...
24 წუთის წინ
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტ...
ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩ...
სამუშაო დრო, შრომითი დისკრიმინაციის აკრძ...
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო...
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - არიან დაღუპ...
დღეს, 29 სექტემბერს თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გ...