ბიზნესი

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს
13:28 23.09
დაკოპირებულია

„გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის განახლებული ვერსია შესთავა.

განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც - პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს.

მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა.

„გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა.


„G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...