მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ

PCR ტესტირება

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1 324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნიმუშები მარდალეიშვილის კვლევით ცენტრში გადაიგზავნა, რომლის პასუხებიც 24 საათში გახდება ცნობილი.

termo-skriningi_o_h.jpeg„ჯორჯიან მანგანეზი“ პანდემიის პირობეში, კარანტინის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობდა და სამუშაო პროცესი არცერთ ეტაპზე შეუწყვეტია, რადგან ჩვენი საწარმოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ ვაგრძელებთ ამ პროცესს, დღესდღეობით მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე ტესტების ჩატარება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „Geoortho-ს“, რომელიც ამ პროცესში დაგვეხმარა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში ჩატარების დამსახურებაა, რომ ჩვენს საწარმოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა“, - აღნიშნა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა ივა ხეთაგურმა.

მათივე ცნობით, კომპანია ქვეყანაში არსებული „კორონა“ ვირუსის ფონზე, თანამშრომლების სკრინინგს ყოველდღიურად ახორციელებს, PCR ტესტირებას კი ყოველ ორკვირაში ერთხელ.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს მთავრობის განკარგულებებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.