ბიზნესი

თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდებისთვის

თიბისის ციფრული ბარათი
13:58 11.08
დაკოპირებულია

აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება.

31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10% უკან დაუბრუნდებათ.

ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ალტერნატივაა და უამრავ უპირატესობას მოიცავს.

ამასთანავე, ის პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბარათს:

• მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
• საჭირო აღარაა ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
• ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია, ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
• ციფრული ბარათი არასოდეს დაგეკარგებათ;
• ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
• ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
• Apple Wallet-ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია Apple Pay-ით თანხის განაღდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთე...
25 წუთის წინ
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს,...
28 წუთის წინ
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლებს მოუწოდებს, რომ სა...
32 წუთის წინ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ევროკავშირის მისიის წ...
38 წუთის წინ
ევროპული საქართველოს საარჩევნო სია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია ცნობილია
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. პარტიის ახალგაზრდა სპიკ...
40 წუთის წინ
ერისთავისა ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდ...
საბურთალოს რაიონში, მზია ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას...
თურნავა: მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული...
„მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რე...
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტ...
ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩ...