მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 000 სომეხი რუსეთიდან ყარაბაღში საბრძოლველად მზად არის

სომეხი მოხალისეები მთიან ყარაბაღში მიდიან

რუსეთში მცხოვრები 10 ათასი სომეხი ყარაბაღში საბრძოლველად წასასვლელად მზად არის. ამის შესახებ რუსულ მედიას სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ არა აბრამიანმა განუცხადა.

„ახლა უნდა მოვითხოვოთ სამხედრო ტრანსპორტი, რომ ყარაბაღში გავემგზავროთ. ჩვენს გარდა იქ წასასვლელად 1000-მდე რუსმა მზადყოფნა გამოთქვა" - ამბობს აბრამიანი

აბრამიანმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაადანაშაულა.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს უკიდურესად დაიძაბა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.