მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისთან დიალოგის მომხრე ბჟანია იმარჯვებს

აფხაზეთის ე.წ არჩევნები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია – წინასწარი შედეგებით, თბილისთან დიალოგის მომხრე ასლან ბჟანია იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა და მას გამარჯვება უკვე მიულოცეს როგორც სხვა კანდიდატებმა, ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანგამ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 154 “საარჩენო უბანი”, მათ შორის, მოსკოვში, საღამოს რვა საათზე დაიხურა. სულ „კენჭისყრაში“ მონაწილეობა 97 209 ადამიანმა მიიღო. აღნიშული პოსტისთვის სამი კანდიდატი, "ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი“ ასლან ბჟანია, “ვიცე - პრემიერი”, “ეკონომიკის მინისტრი” ადგურ არძინბა და “შს ყოფილი მინისტრი” ლეონიდ ძაპშბა იბრძონდნენ. ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რაულ ხაჯიმბა ოპოზიციური მიტინგების შემდეგ გადადგა.

ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია სოხუმში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდიანრეობდა. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ასლან ბჟანია ორჯერ მოწამლეს. ექსპერტები, მათ შორის რუსი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აფხაზეთში დაპირისპირებს „საპრეზიდენტო არჩევრების“ შედეგების მიუხედავად კვლავ გამწვავდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და მას შემდეგ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონს.