მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია: „პატრიოტთა ალიანსი“ მზად არის აფხაზეთის აღიარებისთვის

ასლან ბჟანიას განცხადება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ე.წ. პარლამენტის დახურული სხდომა გაიმართა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

მათივე ცნობით, დახურულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ 18 აგვისტოს აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.

ბჟანიას ინფორმაცია მიაწოდეს „პატრიოტების“ წარმომადგენლების შესახებ.

გამოცემის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზად არის თანამშრომლობისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ შეიმუშავოს ხედვა და შემდგომი გეგმები „მეზობელ ქვეყნებთან“ დაკავშირებით.

ბჟანია „პატრიოტების ვიზიტს“ აფხაზეთში შეცდომად მიიჩნევს.