მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელი დეპუტატი: საქართველომ საკუთარი პოზიციის დემონსტრირებისთვის სომხეთისკენ ყველა დერეფანი ჩაკეტა

აზერბაიჯანელი დეპუტატი

„აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ურთიერთობები ორი ხალხის ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული“,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ჰიქმეთ მამედოვმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის მრავალი ეკონომიკური პროექტიც უჭერს მხარს.

„გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროში, ისტორიულად და დღეს, ძალიან მჭიდრო და ინტეგრაციული ურთიერთობები დამყარდა. ასევე არსებობს ურთიერთობების სისტემა სხვადასხვა სფეროში, ტურიზმიდან სხვა კულტურული ბირჟებიდან დაწყებული. ორი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა ერთმანეთს. აგრეთვე მათ შეძლეს რეგიონალური თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნა ორმხრივ და სამმხრივ დიპლომატიურ ფორმატებში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მამედოვის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უჭერენ მხარს.

„შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის უკანასკნელ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, იყო საქართველო. პოზიციის დემონსტრირებისთვის საქართველომ დახურა საჰაერო და სახმელეთო დერეფნები იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც სომხეთს იარაღით ამარაგებენ. ეს არის მეგობრისა და მეზობლის რეალური პოზიცია. ამიტომ, ორი მეზობელი ქვეყანა განაგრძობს ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში და ორივე ხალხის ინტერესების უზრუნველსაყოფად უკეთეს პერსპექტივებს შექმნის“, - განაცხადა ჰიქმეთ მამედოვმა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლესი ამბები

👉 სომხურმა მხარემ აზერბაიჯანში წყალსადენი დაბომბა

👉 ფაშინიანი მოხალისეთა რაზმების შექმნისკენ მოუწოდებს