მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ იუწყება (ვიდეო)

სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბარში სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების მორიგ ვიდეოს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ძალები განჯის დაბომბვის საპასუხოდ იყო განადგურებული. ბაქო იუწყება, რომ აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია სომხური ტექნიკის განადგურების შესახებ. ილჰამ ალიევის თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების 234 ტანკი, 16 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 190 ქვემეხი, 2 სარაკეტო კომპელქსი „ურაგანი“, 1 ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ელბრუსი“ და ერთი „ტოჩკა-უ“, 35 საზენიტო კომპლექსი „ოსა“, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300, ასევე 196 სატვირთო მანქანა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.