მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგო დაიღუპა

ბარდას რაიონის დაბომბვა

სომხური შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 7 წლის გოგოა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილთა შორის არასრულწლოვანიც არის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა რამდენიმე რაკეტის გაუვნებელყოფა შეძლეს.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ტერტერის რაიონის მიმართულებითაც.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.