მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის პოლკის განადგურების შესახებ იუწყება

ბაქოს ინფორმაციით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული პოლკი გაანადგურეს

აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მარტუნის პოლკი მთლიანად გაანადგურა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარახლიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლკი ხოჯევანის რაიონში იმყოფებოდა, რა დროსაც აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა მას საარტიულერიო ცეცხლი გაუხსნეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.

ცნობისთვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.