მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა

დაპირისპირება გრძელდება

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გორანბოის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის შედეგად სომხეთ-ყარაბახის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამან აზერბაიჯანელ სამხედროებს საშუალება მისცა კონტროლი გაუწიონ ვარდენისი-აგდარის გზაზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან დამატებითი სამხედრო ტვირთის გადაზიდვას ყარაბაღში, ქელბაჯარისა და აღდარის რეგიონების მიმართულებით.

„საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება”, - ამბობს თავდაცვის სამინისტრო.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.