მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული და სომხური მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

მთიან ყარაბაღში ლოკალური ბრძოლები გრძელდება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ამერიკულმა შეთანხმებამაც ვერ იმუშავა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევისთვის, ამოქმედებიდან 10 წუთში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემზე ჰიქმეთ ჰაჯიევი სომხებს თარტარის რაიონის სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებს.

ანალოგიურად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე დაარღვიეს.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორივე ქვეყნის ლიდერს ცეცხლის შეწყვეტა მიულოცა.

შეგახსენებთ ეს ცეცხლის შეწყვეტის მესამე შეთანხმება იყო, წინა ორი შეთანხმება მოსკოვში დაიდო, თუმცა არ იმუშავა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

👉სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები