მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მედია: მოკლულია სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთის კიდევ ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

გამოცემის თანახმად, ფრონტის ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-მაიორი არაკელ მარტიკიანი.

„გარდა ამისა, სომხეთის არმიამ დაკარგა კიდევ ორი ​​მაღალი რანგის ოფიცერი. ასე რომ, ჩვენმა ჯარებმა მოკლეს სპეციალური ბრიგადის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ვარდანიანი ლერნიკ არეგი (1978) და აღდარას მიმართულებით, სომხეთის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლაი მიქაელოვიჩ ჰაიკიანი (1972)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მეორე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.