მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: ბარდაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმისას 19 ადამიანი დაიღუპა

ბარდას დაბომბვა სომხების მიერ

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთმა ბარდაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

„28 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბარდას მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, მტრის შეიარაღებულმა ძალებმა კასეტური ბომბები ააფეთქეს, რომლის დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა. დიდია ქალაქის ინფრასტრუქტურის ზარალიც“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა მსხვერპლთა ვინაობის დაზუსტებაზე მუშაობს.

ინფორმაციისთვის, ქალაქი ბარდა სომხების მიერ პირველად 27 ოქტომბერს დაიბომბა. აფეთქებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ერთ-ერთი 7 წლის ბავშვია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯან-სომხეთის ომი მიმდინარე წლის 27 სექტემებერს განახლდა. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი.

მხაარეებს შორის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება 3-ჯერ დაიდო, თუმცა სამივე მათგანი დაირღვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აზერბაიჯანის ბარდას რაიონის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგო დაიღუპა

👉 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები