მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: ყარაბაღის ცენტრალური ქალაქიდან სომხური მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სტეპანაკერტი (ხანკენდი)

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ხანკენდი (სტეპანაკერტიდან) მშვიდობიანი სომხური მოსახლეობის მასიური ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანკენდი (სტეპანაკერტი) არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქია.

„პოლიცია ხალხს ქუჩაში აჩერებს და ერევანში მიჰყავს. ავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით“ - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

მთიან ყარაბაღში მესამე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაჭრილები და დაღუპულები.