მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტით აკვირდება

აზერბაიჯანი მთოან ყტარაბაღს სატელიტით აკვირდება

აზერბაიჯანული დაზვერვა მთიანი ყარაბაღის რეგიონს სატელიტებით აკვირდება. მათ შორის მიმდინარეობს ვარდენის-აგდერეს გზის გაკონტროლება. ამის შესახებ media.az-ს „აზერკოსმოსში“ აცნობეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული ჯარი ამჟამად ამ სტრატეგიულ გზას აკონტროლებს.

ცნობისთვის, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი Azersky აზერბაიჯანმა ორბიტაზე 2014 წელს ინდური რაკეტის მეშვეობით გაიყვანა.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მესამე დღეა გრძელდება. დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.