მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე სომხეთის სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანის განადგურების შესახებ იუწყება (ვიდეო +18)

17:30 საათამდე აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები გამოიყენებენ 2 OSA-AKM საზენიტო სარაკეტო სისტემას, 1 BM-21

დღეს, 30 სექტემბერს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სხვადასხვა სარაკეტო სისტემით, სომხეთის რამდენიმე ტიპის საბრძოლო მანქანა გაანადგურეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით განადგურდა:

  • 4 D-20 ჰაუბიცი
  • 16 ტანკი
  • 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა
  • 2 სატვირთო მანქანა.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში 27 სექტემბრიდან აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.