მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: შურისძიება განჯის დაბომბვისთვის (ვიდეო +18)

შურისძიენა განჯის დაბომბვისთვის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც სომხეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვაა ასახული. ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატიდანაა გადაღებული და მასზე, ძირითადად, სომხური ჯარის ცოცხალი ძალის განადგურების კადრებია გადაღებული. „შურისძიება განჯისთვის“ - ასეთია ვიდეოს სათაური. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ძალებმა გვიან ღამით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. დანგრეულია რამდენიმე სახლი. მაშველებმა ნანგრევებში 13 ცხედარი აღმოაჩინეს. დაჭრილია 52 მშვიდობიანი მოქალაქე.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.