მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხებმა განჯის ცენტრალური ბაზარი დაბომბეს (ვიდეო)

გენჯის ბაზარი დაბომბეს

სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტევების შედეგად 27 სექტემბრიდან 24 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა გიუნაი სალიმზადემ განაცხადა.

როგორც სააგენტო „report.az“ იუწყება, დაღუპულთა შორის 5 ქალი და 3 ბავშვია. დაჭრილია 122 ადამიანი.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სომხურმა შენაერთებმა ქალაქ განჯის ცენტრალური ბაზარი დაბომბეს, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. „ეს არის აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სახელმწიფო ტერორი“ - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ხიქმეთ გაჯაიევმა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.