მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამრღვევი საარტილერიო დანაყოფი გავანადგურეთ (ვიდეო)

სომხური საარტილერიო ნაწილის განადგურება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც სამხედრო საარტილერიო ნაწილის დაბომბვაა ნაჩვენები. ვიდეოს „რეპორტ.აზ“ ავრცელებს

ვიდეოში ჩანს, სომხეთის შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო საარტილერიო ნაწილის განადგურების კადრები, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10 ოქტომბერს 12 საათზე შევიდა ძალაში, თუმცა მხარეები მის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ზოგრაბ მნაცაკანიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.