მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქო - თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება

საზენიტო კომპლექსი S-300

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენიტო დანადგარს, „S-300“-ს შეიყვანს, ის განადგურდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაგიფ დარღალიმ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კოპმპლექსები „S-300“, რომელიც საჰაერო სივრცეს ერევნის გარშემო იცავდა, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადაადგილდება“ - განაცხადა დარღალიმ.

მისი თქმით, ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ სომხეთის არმიის დაუმარცხებლობის შესახებ მითი დამსხვრეულია.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.