მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს

აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში კომენდაბტის საათი გამოცხადდა

ბაქოში და აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. 28 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

გამოცემა Report-ის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოქალაქეები გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მეორე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.