მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული წარმოების ალკოჰოლის შეტანის გამო ადგილობრივები დააჯარიმეს

ქართული ღვინის შეტანას ცდილობდნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 240 ლიტრი ქართული წარმოების ალკოჰოლის შეტანის გამო ადგილობრივები დააჯარიმეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“-ს ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცნობეს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სპირტის შემცვლელი პროდუქციის უკანონო შეტანის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. თითოეულს 10 ათასი რუბლის ჯარიმა ემუქრება.

ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ კონტრაბანდული პრუდუქციის შეტანას, შესაძლოა, მოსახლეობაში მასობრივი მოწამვლა გამოეწვია. ამ „უწყების“ წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას „სიფრთხილე შეინარჩუნონ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გართულების ფონზე“.