მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ემანუელ მაკრონი: აზერბაიჯანის დარტყმებს მთიან ყარაბაღში არ აქვს გამართლება

თურქული მხარის განცხადებებს საფრანგეთის პრეზიდენტმა სახიფათო და წინდაუხედავი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმებს მთიან ყარაბაღზე არანაირი გამართლება არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედიასაშუალება ავრცელებს.

კონფლიქქტის შესახებ, მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.

„აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს მიაყენა დარტყმა და ამას არავითარი გამართლება არ აქვს“, - განაცხადა მაკრონიმ.

მან დაადასტურა ჯიჰადისტების ყოფნა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებში არაბეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რო, სირიიდან დაქირავებულთა დაქირავების მტკიცებულებებიც არსებობს.

მაკრონმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მართლაც საშიშად ჩათვალა და კონფლიქტის მხარეებს შეახსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კვლავ განვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.