მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს

ერდოთღანი სომხეთს მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება.

„სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლო იქნება“ - განაცხადა ერდოღანმა სტამბულში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.