მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არის დღევანდელი ომის რეალური სახე, თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის ბრძოლა არცაკის რეგიონში - ფაშინიანი ვიდეოს აქვეყნებს

ყარაბღის ომი

ეს არის დღევანდელი ომის რეალური სახე. თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემისა და მათი ტერორისტული დაჯგუფების ბრძოლა არცაკის რეგიონში, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მისი თქმით, სომეხმა ხალმა მთელს მსოფლიოს უნდა დაანახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტი.

„სომეხმა ხალმა მთელს მსოფლიოს უნდა დაანახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტი. მათ, არაძალადობრივი, მშვიდობიანი, სამართლებრივი პროტესტის საშუალებით, მსოფლიოს ხმა უნდა მიაწვდინონ, რათა დაიგმოს მსგავსი ფაქტები,“- დაწერა ფაშინიანმა

phashniani_o_h.jpeg

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.