მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გამოცემა „atlantico“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ დაპირისპირებას თურქეთისა და რუსეთის შემდეგ ევროკავშირიც ეხმაურება. ბრიუსელი ორივე სახელმწიფოს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

12 ივლისს ორ დაპირისპირებულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა, საზღავრზე სროლებს 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხურ მხარეს გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ერევანი უარყოფს. როგორც ყოველთვის, ახლაც, შეთანხმების დარღვევაში, პროვოცირებასა და პირველ გასროლაში აზერბაიჯანი სომხეთს, სომხეთი კი აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

ინციდენტი დაგმო თურქეთმა და მომხდარში სომხეთი დაადანაშაულა. შეშფოთება გამოთქვა ოფიციალურმა მოსკოვმაც. ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმერ მამედრიაროვს ესაუბრა. მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შურისძიების პირობა დადო, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხმა ჯარისკაცებმა საზღვრის 1 სანტიმეტრით გადაწევაც ვერ მოახერხეს.