მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

გაეროს დროშა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ და სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, საგანგებო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

„გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის თხოვნას კონფლიქტის მხარეების მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, შეამცირონ დაძაბულობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრები მხოლოდ 15 ქვეყნის მონაწილეობას უსაფრთხოების საბჭოში გულისხმობს. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საბჭო გამართავს შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა