მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთი

გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ბრძანება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გასცა.

რაიონებს შორის საკონტროლო პუნქტები მოეწყო. გადაწყვეტილება დე-ფაქტო ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გალიდან ზუგდიდში გადაყვანილ მოქალაქეს კორონავიურუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა არ დასტურდება.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებს.