მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: ვაჩვენებთ ფაშინიანს და სომხებს მათ ადგილს

ალიევი ფაშინიანი

აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფაშინიანს მიმართავს და ამბობს, რომ აუცილებლად აჩვენებენ მის ადგილს.

ილჰამ ალიევის თქმით, 27 სექტემბერს სომხეთმა დაიწყო ახალი სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ეს მათი აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. ასევე სამწუხაროდ, მათი აგრესიული და აზერბაიჯანულფობიური პოლიტიკა გრძელდება.

„ჩემი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახალი აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყოველთვის იყო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ შეეჩერებინა სომხეთი. მე ვთქვი, რომ სომხეთი აშკარად ემზადებოდა ახალი ომისთვის და ეს მოხდა. 27 სექტემბერს მათ დაიწყეს შეტევა ჩვენს სოფლებსა და სამხედრო პოზიციებზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მათ ჭკუას აუცილებლად ასწავლის და საჭირო გაკვეთილს ჩაუტარებს.

„აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო და კონტრშეტევის შედეგად განთავისუფლდა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვჩხუბობთ, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და საერთაშორისო საზოგადოება ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

სომხებმა ჩაიდინეს კულტურული გენოციდი და მათ გაანადგურეს ჩვენი ისტორიული ძეგლები, მეჩეთები“, - დასძინა მან.

ასევე მისი თქმით, ფაშინიანი არის სომხეთის ახალი დიქტატორი. სომხეთის დიქტატორული რეჟიმი უნდა შეწყდეს და თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს მათ, აზერბაიჯანი მოახერხებს ამას.

„ჩვენ ამას არასდროს დავეთანხმებით და ვაჩვენებთ მათ ადგილებს. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეაჩერა სულელი დიქტატორი, აზერბაიჯანი მათ შეაჩერებს. ჩვენ მათ დავანახებთ თავის ადგილს და აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“, - დასძინა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.