მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯავახეთში ახალგაზრდებმა სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს (ვიდეო)

ყარაბაღში სურსათი გააგზავნეს

ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ყარაბაღში გასაგზავნად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საბურავები და საკვები შეაგროვეს.

სატვირთო მანქანები გუშინ, გვიან ღამით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს, თუმცა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით ჰუმანიტარული ტვირთის მცირე ნაწილი - ორი სატვირთო სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა. საზღვარი მხოლოდ სურსათითა და ტანსაცმლით დატვირთულმა მანქანებმა გადალახეს, საბურავების გადასატანად კი ნებართვაა საჭირო, რისთვისაც ახალგაზრდებმა შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

სომხეთის დასახმარებლად ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდები მოხალისეთა სიაშიც ჩაეწერნენ. ჯავახეთში მზად არიან, რომ მთიან ყარაბაღში გაემგზავრონ და სომეხი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ.