მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვი - მთიანი ყარაბაღი მოუშუშებელ ჭრილობად რჩება

კადიროვი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სისიხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.

„მთიანი ყარაბაღი მოუშუშებელ ჭრილობად იქცა, რომლის მოშუშებასაც გარკვეული ძალები ხელს უშლიან. ამ ტკივილისგან იტანჯება მთელი კავკასია, რეგიონის ყველა მოძმე ერი.

ჩეჩნებმა კარგად ვიცით ომის და მშვიიდობის ფასი, ამიტომ აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ შეიარაღებული დაპირისპირება“. - ამბობს კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მესამე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.