მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქეთევან ციხელაშვილი: ახლა მთავარია ბორდერიზაციის შეკავება

ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის რეგიონში უკანონო ბორდერიზაციის განახლების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვიმაც გააკეთა. მინისტრის თქმით საოკუპაციო რეჟიმის ქმედების შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს. ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ მოხდეს აი ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი - შეკავება, იმიტომ რომ ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.