მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსისგან გარდაცვლილი ქალი სოხუმის №1 სკოლის მასწავლებელია

კარანტინი სოხუმის სკოლაში

კორონავირუსისგან საქართველოში გარდაცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის № 1 სკოლის მასწავლებელია, ამის შესახებ ინფორმაცია "სპუტნიკ აბხაზია“ ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის გარდა ქალს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი კორონავირუსისგან ადგილობრივ სტატისტიკაში არ შევა, რადგანაც „ქალი სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა“.

სოხუმის სკოლაში, სადაც გარდაცვლილი პედაგოგი ასწავლიდა, კარანტინი გამოცხადდა. სკოლაში კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლეებიც არიან.