მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დაპირისპირების დროს თურქეთის შესაძლო ინტერვენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა მაკრონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.

მან საჭიროდ ჩათვალა ყველა ზომების მიღება საომარი მოქმედებების შეჩერების და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.