მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედოევი - არანაირი გაყინული კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს სამხრეთ ოსეთი და აგრესორი საქართველო

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

არანაირი გაყინული კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მედოევმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მედოევის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ზურაბიშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებს „გაყინული კონფლიქტი“, ხოლო ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.

„სისხლიანი რეჟიმის მუხანათური თავდასმის და მშვიდობისთვის იძულების ოპერაციის დასრულების შემდეგ, რასაც სამხრეთ ოსეთის აღიარება მოჰყვა, ქართულ-ოსური კონფლიქტი დასრულდა. დღეს არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აგრესორი სახელმწიფო“ - აცხადებს მედოევი.

მედოევის თქმით, ასეთი სიტუაცია 12 წლის წინ ჩამოყალიბდა.